The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტროპოლიტი გერასიმე

მიტროპოლიტი გერასიმე
Legal name:გიორგი შარაშენიძე
Date of birth:20 May, 1958  (66 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტი.

1978-1983წწ. მუშაობდა თბილისის სამონტაჟო სამმართველოში; 1990-1992წწ. ერთობლივი საწარმო "თბილისილინკის" დირექტორის მოადგილე; 1992-1997წწ. მოსკოვის შპს "ვოლუს" დირექტორის მოადგილე. 1997 წელს  განწესებულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში; ამავე წელს ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი გერასიმე; 1997 წელს აკურთხეს იეროდიაკვნად, შემდეგ კი მღვდელმონაზვნად და დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად; 1998 წელს სოფელ პატარძეულის ეკლესიის მოძღვრად და საეპარქიო საბჭოს მდივნად დაინიშნა; ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტაძარში მღვდელ მონაზონი გერასიმე აღამაღლა იღუმენის ხარისხში; 1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე იღუმენი გერასიმე გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად; 2002 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარედ; 2003 წლიდან მეუფე გერასიმე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 2006 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში; 2007 წელს 1998 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენები; აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 83; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge


Share: