შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკოს-ჰიდროდინამიკოსის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1979წწ. თბილისის სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1979-1980წწ. ადიგენის რაიონის სოფელ ჭეჭალის სკოლის დირექტორი; 1980-1982წწ. ადიგენის რაიონის სოფელ უდეს საღამოს საშუალო სკოლის დირექტორი; 1982-1985წწ. კპ ადიგენის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1985წწ. ადიგენის რაიონის სოფელ უდეს კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985- 1991წწ. ადიგენის რაიონის სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; ადიგენის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №5.38 ადიგენის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 82; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 115 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |