The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ გელაძე

ავთანდილ გელაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1956
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 2023  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკოს-ჰიდროდინამიკოსის სპეციალობით 1978 წელს.

1978-1979წწ. თბილისის სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1979-1980წწ. ადიგენის რაიონის სოფელ ჭეჭალის სკოლის დირექტორი; 1980-1982წწ. ადიგენის რაიონის სოფელ უდეს საღამოს საშუალო სკოლის დირექტორი; 1982-1985წწ. კპ ადიგენის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1985წწ. ადიგენის რაიონის სოფელ უდეს კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985- 1991წწ. ადიგენის რაიონის სახალხო კონტროლის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; ადიგენის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №5.38 ადიგენის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 82; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 115

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის პრივატიზაციის ქვეკომისია, თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია და მწვანეთა მოძრაობა, წევრი

გააზიარე: