შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბადრიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1894 წელს. 1894–1896წწ. იყო მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი; 1896–189წწ. მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 1898–1906წწ. ქ. ნახიჩევანში ექიმად; 1906 წლიდან მუშაობდა ქუთაისში. მისი თაოსნობით დასავლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში("მოამბე", "განთიადი", "ივერია", "დროება", "სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა" და სხვ.) აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის გიმნაზიებში(ასწავლიდა ჰიგიენას). იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წევრი. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |