შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბადრიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1951 წელს; 1954 წელს მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა. 1954–1962წწ. მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მოსკოვის კორესპონდენტად; 1962–1964წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად; 1954 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის: "ჩარი რამა"(1974), "კავკასიელი ტყვე"(1975), "აიშიკ-ყარიბი"(1988), საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ფილმი "XXI საუკუნე და.."(1988) "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"(1982) "ვინ არის მეოთხე" (1984), "ისინი" (1992), "და სასახლეში ვპოვებ სიყვარულს"(1992). მისი სცენარებით შექმნილია სატელევიზიო ფილმები: "მეარღნე", "ხაბაზები". გადაღებულია ფილმებში: "არ დაიდარდო", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "პეტროვკა 38", "თბილისი და თბილისელები". კინოდრამატურგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.192 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |