შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბადრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის, მეხილეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1968–1973წწ. იყო სოფელ სკრის მეხილეობის საცდელი სადგურის დირექტორი; 1976–1982წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1982–1988წწ. გალავნის ექსპერიმენტული მევენახეობა-მებაღეობის მეურნეობის, ხოლო 1989–1991წწ. წინამძღვრიანთკარის ი. წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი. 1992 წლიდან იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; დაამუშავა ხეხილის ნერგის წარმოების ინტენსიური ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ღია გრუნტში ხეხილის ნამყენი ნერგის გამოყვანას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), აგრონომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |