The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბადრიაშვილი

ნიკოლოზ ბადრიაშვილი
სხვა სახელი:ავლეველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1892
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 1961  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მკვლევარი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია 1911 წელს. 1912 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებელში ელექტრომექანიკის განყოფილებაზე.

I მსოფლიო ომის (1914–1918) დროს არმიაში მსახურობდა. იყო პოლკის სკოლის ბიბლიოთეკის და ჯარისკაცთა თეატრის გამგე.  "ავლეველის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა პრესაში. ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. 1921 წლიდან გორის სახალხო სახლს განაგებდა. 1923 წელს დაევალა თბილისის კომუნალური (1943 წლიდან თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმის აღდგენა და რეორგანიზაცია. 1958 წლიდან იყო ამ მუზეუმის დირექტორი. 1929–1932წწ. განაგებდა აგრეთვე მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმსა და ძველი თბილისის ნაკრძალს. მან დიდი ღვაწლი დასდო სამუზეუმო-საგამოფენო საქმის განვითარებას საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი სტაციონარული გამოფენა თბილისში, რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და რაიონების მეზეუმებში. მას ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი და მრავალი საჟურნალ-გაზეთო სტატია თბილისის, მისი ქუჩებისა და უბნების ისტორიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.279

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის რაიონული საბჭო, დეპუტატი
  • თბილისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი

ბიბლიოგრაფია

  • ტფილისი. - ტფილისი, პარტგამ-ბის მე-2 სტ., 1934. - 12გვ.
  • 1905 წელი ტფილისში : ფაქტიური მასალები მ.გ. და წ.-არმ. ტფილისის საბჭოს მუზეუმისა და არქივის და გაზეთების ქრონიკის მიხედვით (შემდგენელი). - ტფილისი, ცეკავშირის სტამბა, 1926. - 148გვ.

გააზიარე: