შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბაგრატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს. 1956–1966წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1966–1974წწ. ნახევრად გამტარულ ხელსაწყოთა ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1974–1990წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. მისი ძირითადი შრომები ეხება ნახევრად გამტარებისა და დიალექტული აფსკების გამყოფ საზღვარზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს. დაამუშავა ახალი ტიპის დიალექტრული აფსკების მიღების ტექნოლოგია. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.322 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |