The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბაგრატიშვილი

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1990  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

1956–1966წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1966–1974წწ. ნახევრად გამტარულ ხელსაწყოთა ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1974–1990წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. მისი ძირითადი შრომები ეხება ნახევრად გამტარებისა და დიალექტული აფსკების გამყოფ საზღვარზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს. დაამუშავა ახალი ტიპის დიალექტრული აფსკების მიღების ტექნოლოგია. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.322

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი(სიკვდილის შემდეგ) (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - დიმიტრი მენდელეევის სახელობის პრემია
  • 1965 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: