The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბაგრატიონ-მუხრანელი

დაბადების თარიღი:5 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1988  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1943 წელს.

1946–1964წწ. მუშაობდა მშენებლობაზე და სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებაში; 1964–1988წწ. ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1966–1976 მთავარი არქიტექტორი). ნამუშევრები: დასასვენებელი სახლი გუდაუთაში (1953), ორთაჭალჰესის შენობა და ხიდი (თბილისი, 1955) "საქქალაქმშენსახპროექტის" საწარმოო კორპუსი (1969), რესტორანი "კასპი" (1985), სასტუმრო "კოლხეთი" ( ქობულეთი, 1983), საქართველოს საელჩოს სასტუმრო (მოსკოვი, 1977). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.321; georoyal.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი ჯილდო)
  • 1977 - დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: