The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიკო ბადურაშვილი

სიკო ბადურაშვილი
ოფიციალური სახელი:სიმონ ბადურაშვილი
სხვა სახელი:თავისუფალი  (ფსევდონიმი)
კიკნა–ფშაველა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1889
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1916  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჟებოტა, თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თიანეთის ორკლასიანი და თელავის სასულიერო სასწავლებლები. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ვაჟა–ფშაველას დახმარებით შევიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სტიპენდიანტი. 1913 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის(ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

"თავისუფალის" ფსევდონიმით ტიციან ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალ "შუქში" აქვეყნებდა ლექსებს. 1910 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ–გაზეთებში: "საქართველო", "ნაკადული", "თემი", "თეატრი და ცხოვრება", მ. გაჩეჩილაძის მიერ შედგენილ კრებულში "ჩანგი". მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო სამშობლო და სიცოცხლე. დაიღუპა ტრაგიკულად; მან 200 ლექსის, ექვსი პოემის, ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწერა მოასწრო. მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.324; presa.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 42

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1971. - 69გვ.

გააზიარე: