The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გეგეჭკორი

ზურაბ გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1971წწ. იყო კოლმეურნეობის ეკონომისტი, საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1991წწ. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის, მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე, ცკ ინსტრუქტორი, საქონლის ხარისხისა და ვაჭრობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი; 1991-1997წწ. საქართველოს სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრი; 1997-2004წწ. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 81;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.351

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მიწის რეფორმებისა და მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკულად განხორციელებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1980 - რესპუბლიკის დამსახურებული ეკონომისტი

გააზიარე: