Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური გეგეშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პრომისლოვკა, შკოტოვოს რაიონი (რუსეთის ფედერაცია). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა საქართველოსა და რუსეთის დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში, მათ შორის: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ბათუმის ოპერისა და ბალეტის ბავშვთა სახელმწიფო თატრში, როსტოვის დრამის სახელმწიფო თეატრში, მოსკოვის მუსიკისა და დრამის თეატრში; თანამშრომლობდა რეჟისორებთან: მიხეილ თუმანიშვილთან, გიზო ჟორდანიასთან, ზაზა სიხარულიძესთან, ქორეოგრაფთან გიორგი ალექსიძესთან და სხვ. გაფორმებული აქვს 125-ზე მეტი დრამატული და საოპერო სპექტაკლები; მონაწილეობდა 4 ფილმის შექმნაში; 1995 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; შექმნილი აქვს ფერწერული კომპოზიციები; გააფორმა თბილსიის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, კინომსახიობთა თეატრის, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის, თბილისის მუსკომედიის თეატრის, სოხუმის ქართული თეატრის და სხვ. სპექტაკლები. გამოფენები: საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვრები, სეგ (1978), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება, მოსკოვი (1987), გერმანული ლიტერატურა და მუსიკა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი, ქარვასლა, იმპულსები "დიურერი, გოეთე, ფიროსმანი" თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი (1995), საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, სეგ, თბილისი (1998). ნამუშევრები დაცულია: სეგ, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში. საუკეთესო ნამუშევრისთვის მიღებული აქვს სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია "ოქროს სოფიტი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 79; bolshoi.ru; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |