The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი

ქეთევან ბაგრატიონ-ორსინი
ოფიციალური სახელი:ქეთევან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, სამეფო ოჯახის წევრი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტალანსი, საფრანგეთი.

დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სლავური და ინგლისური ენების სპეციალობით 1977 წელს. 1971 წელს – ბაკალავრი ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში;1973წელს – უნივერსიტეტის დიპლომი ფილოლოგიაში, რუსული ენის განყოფილება;1974 წელს – ჩეხური ენის მე-3 კურსის დამთავრების დიპლომი;1974 – ფილოლოგის ლიცენზია, რუსული ენის განყოფილება;1975-1976წწ. – რვა თვიანი სასწავლო სტიპენდია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ორ თვიანი სასწავლო სტიპენდია თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტში,1986 წელს იღებს სასოფლო-სამეურნეო ექსპერტის დიპლომს.

ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი, 1978 წელს ცოლად გაჰყვა იტალიის დიდ მთავარს რაიმონდო ორსინ დ არაგონა დუკა დი გრავინას და საცხოვრებლად რომში გადავიდა. ჰყავს ოთხი შვილი. 1991 წელს საქართველოს დახმარების მიზნით რომში დააარსა საზოგადოება იტალიელთა და ქართველთა ერთობა–"წმინდა გიორგის ფარი" და იყო მისი პრეზიდენტი 2005 წლის 9 მარტამდე. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო და ითანამშრომლა სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან (CRI, WFP, Caritas, "Insieme per la Pace"), საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელებაში, ჩაატარა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხელი შეუწყო საერთაშორისო დონის პოლიტიკურ შეხვედრებში ქართული დელეგაციების მონაწილეობას;1997 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს საქართველოს პრეზიდენტის იტალიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდარში სახელმწიფო ვიზიტისა და რომის პაპთან, იოანე-პავლე II შეხვედრის ორგანიზებაში;1999 წელს მონაწილეობა მიიღო რომის პაპის იოანე-პავლე II საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში. იყო საქართველოს ჰუმანური დახმარების მრავალი აქციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. 2005-2014წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) – აკრედიტებული მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან. 2019 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) – აკრედიტებული მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან. დაჯილდოებულია: 1995 წელს ენიჭება საქართველოს საპატიო მოქალაქეობა პასპორტი N.001, ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედალი, ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის ოქროს მედალი, 2000 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისი უწმინდესობა ილია II მიერ დამსახურების სიგელი,2007წელს წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვარი, 2009 წელს ანჰალტების საგვარეულოს "ალბრეხტის დათვის" დიდი ჯვარი, 2013 წელს მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი ჯვარი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 320;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად.- თბ., 2021. გვ.38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - საქართველოს საპატიო მოქალაქე
  • 1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი

გააზიარე: