The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ბაგრატიონი

დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1992  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი იყო ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი. 1921 წელს მისი მშობლები ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდნენ სტამბოლში, შემდეგ  ვისბდენში(გერმანია). 1922 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. განათლება მიიღო სენ-ჟერმენის კოლეჯსა და ჟანსონდე-სილის ლიცეუმში, შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზის უნივერსიტეტში. 1953 ცოლად შეირთო საფრანგეთის წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი მონიკა პაულიაკ-დეფომბელიური, ვისგანაც შეეძინა ორი შვილი, ქეთევანი და ალექსანდრე(4 აგვისტო, 1956, ტალანსი, საფრანგეთი, განათლებით იურისტი, ცხოვრობს ქ. ბორდოში). 1992 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320


გააზიარე: