The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე ბაგრატიონი

კირილე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1750
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1828  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1767 წელს, ფსკოვის კარაბინერთა პოლკში შევიდა ვახმისტრად. მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის 1768–1774წწ. ომში. 1771 წელს ადიუტანტობა მიიღო და თურქი ტყვეები გადაიყვანა პერეკოპიდან კოზლოვში. მალე იგი კვლავ საომარ მოქმედებაში ჩაება და მონაწილეობა მიიღო ყარსთან ბრძოლებსა და ბაზარჯიკის აღებაში. 1774  წელს განსაკუთრებულ რაზმთან ერთად იცავდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას, სამხედრო შენაერთების ადგილსამყოფელ შუმლსა და არმიის ძირითადი ძალების ადგილსამყოფელ სილისტრს შორის. საომარ მოქმედებაში თავდადებული და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გამოეცხადა. ომის დამთავრებისთანავე კაპიტნის ჩინი ებოძა. 1776–1777წწ. ყირიმში იყო სამხედრო ნაწილთან ერთად და მონაწილეობას იღებდა აჯანყებული თათრების წინააღმდეგ. ყირიმში თავისი ერთგული და ზომიერი მოქმედებებით ადგილობრივი ხალხის პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა, რითაც მეფის მთავრობის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ. ამიტომ იყო, რომ ყირიმის თათრების დამშვიდების შემდეგ, მურზების თხოვნით, იგი იმპერატრიცა ეკატერინე მეორის კარზე გაგზავნეს, როგორც დამორჩილებულ თათართა სანდო წარმომადგენელი. 1786 წელს კირილე ბაგრატიონი უკვე პოდ-პოლკოვნიკი იყო. ამ ჩინით შეხვდა იგი 1789 წელს კვლავ დაწყებულ რუსეთ–თურქეთის ომს. იგი მონაწილეობდა ადიოჟიბენის ციხე-სიმაგრისა და ქალაქ ბენდერის აღებაში. 1792 წელს, პოლონეთში რუსეთის ჯარის შესვლამდე, იგი გენერალ დერფელდენის მოწინავე რაზმს ხელმძღვანელობდა. 1793 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. მომდევნო წელს გადაიყვანეს ჩუგუევის კაზაკთა რეგულარულ პოლკში და ამ პოლკთან ერთად მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 1797 წელს გენერალ-მაიორობა მიიღო და მარიუპოლის პოლკის უფროსად დაინიშნა. 1800 წელს, 50 წლის ასაკში, ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან გადადგა. კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა რუსეთის არმიაში 37 წელი გაატარა და გენერალ-მაიორის ჩინით დაანება თავი სამხედრო სამსახურს. სამხედრო სამსახურიდან გასვლისთანავე საიდუმლო მრჩეველის წოდება მიიღო და ესწრებოდა სენატის სხდომებს მოსკოვის დეპარტამენტში. მალევე მეექვსე დეპარტამენტში გადაიყვანეს და ბელორუსიის გუბერნიის შემოწმება დაევალა. 1805 წელს გადაიყვანეს სენატის მეშვიდე დეპარტამენტში, სადაც, მცირეოდენი შესვენებებით, ესწრებოდა სენატის სხდომებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი (1797), საიდუმლო მრჩეველი და სენატორი (1805 წლიდან), მეფე იესეს შვილიშვილი, პეტრე ბაგრატიონის ბიძა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320


გააზიარე: