The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბაგრატიონი

ივანე ბაგრატიონი
ოფიციალური სახელი:იოთამ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1726
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1781  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონსტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იოთამ (ივანე) ვახუშტის ძე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი, ვახუშტი ბატონიშვილის ძე. აღიზარდა რუსეთში. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში. 1749 წლიდან იყო რუსეთის სამხედრო სამსახურში. იბრძოდა შვიდწლიან ომში(1756–1763), რუსეთ-ოსმალეთის ომში(1768-1774), მოგვიანებით მეთაურობდა სიმბირსკის კორპუსს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს ანტონ I–თან, ლეონარდ ეილერთან, ჟ. დელილთან, მიხეილ ლომონოსოვთან და სხვა ცნობილ მეცნიერებთან. 1793 წელს მისი საფლავის ქვის წარწერა მკვლევარმა დ. მაქსიმოვიჩმა შეცდომით მამის, ვახუშტის ეპიტაფიად მიიჩნია. ეს მცდარი ცნობა შევიდა სხვადასხვა მეგზურში და ზოგიერთმა ქართველმა მკვლევარმაც გაიზიარა. პეტრე ბაგრატიონის მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319; geonecropol.com


გააზიარე: