შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტში". 1969 წლიდან იყო "სახმშენის" მთავარი სპეციალისტი, 1975–1985წწ. ხელმძღვანელობდა საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის განყოფილებას, 1985-1989წწ. იყო ქალაქთმშენებლობის განყოფილების უფროსი, 1989 წლიდან არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ქალაქთმშენებლობის სამმართველოს უფროსი, 1957–1975წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ძირითადად მუშაობდა ქალაქთგეგმარების დარგში. ავტორია ქალაქების: გურჯაანის(1954), ზესტაფონის(1955), სოხუმის(1958), მცხეთის(1956, 1972), ქალაქკურორტების–გაგრის(1959, 1976), ბორჯომის(1957, 1970, 1989) გენერალური გეგმებისა, აგრეთვე მრავალი დასახლებული პუნქტის დეტალური დაგეგმარების პროექტისა(ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |