The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედიშერ ბაგრატიონი

ედიშერ ბაგრატიონი
Date of birth:22 June, 1928
Date of death:April, 2005  (at 76 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტში". 1969 წლიდან იყო "სახმშენის" მთავარი სპეციალისტი, 1975–1985წწ. ხელმძღვანელობდა საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის განყოფილებას, 1985-1989წწ. იყო ქალაქთმშენებლობის განყოფილების უფროსი, 1989  წლიდან არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ქალაქთმშენებლობის სამმართველოს უფროსი, 1957–1975წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ძირითადად მუშაობდა ქალაქთგეგმარების დარგში. ავტორია ქალაქების: გურჯაანის(1954), ზესტაფონის(1955), სოხუმის(1958), მცხეთის(1956, 1972), ქალაქკურორტების–გაგრის(1959, 1976), ბორჯომის(1957, 1970, 1989)  გენერალური გეგმებისა, აგრეთვე მრავალი დასახლებული პუნქტის დეტალური დაგეგმარების პროექტისა(ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Bibliography


Share: