Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ბაგრატიონი![]()
Biographyდიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, პეტრე ბაგრატიონის შვილიშვილის შვილი. დაამთავრა პოლოცკის სამხედრო გიმნაზია და ნიკოლოზის საკავალერიო სკოლა. 1882 წელს დაინიშნა ვლადიმირის 38-ე დრაგუნთა პოლკში. 1897 წელს ჩარიცხეს საკავალერიო სკოლის ოფიცერთა მუდმივ შემადგენლობაში. 1909 წლიდან იყო ამავე სკოლის უფროსის თანაშემწე. სამხედრო სამსახურთან(კავალერისტ-ინსტუქტორი) ერთად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. თარგმნა და რამდენიმეჯერ გამოსცა დ. ფილისის "ცხენის ხედნისა და ცხენოსნობის საფუძვლები", რომელიც რუსულ კავალერისტ ოფიცერთა სამაგიდო წიგნი გახდა. 1901 წელს გამოსცა არქივის მასალების საფუძველზე დაწერილი "ვლადიმირის პოლკის ისტორია". 1906 წელს დააარსა ჟურნალ "ვესტნიკ რუსსკოი კონნიცი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |