The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ბაგრატიონი

დაბადების თარიღი:1746
გარდაცვ. თარიღი:1826  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი იყო პოეტი, მთარგმნელი. ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი.

მონაწილეობდა ერეკლე II–ის ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადთა შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. ცხოვრობდა მოსკოვში, განწესდა სამხედრო სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. ზოგიერთი ცნობით, მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. ბაგრატიონს ეკუთვნის თეიმურაზ I–ის  თხზულების მიბაძვით დაწერილი "წამება ქეთევან დედოფლისა"(დაიბეჭდა პეტერბურგში, 1819 წელს, ძველი ქართულ ლიტერატურაში ბაგრატიონი პირველი პოეტია, რომლის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა), პროზაული თხზულება "ღამის ალერსი", ლექსები "ჩემო მთვარეო", "ნანა", "სულის ყვავილი"; გალექსილი "შესაქმე და სხვ. პოეტმა თავისი თხზულებები გააერთიანა კრებულში "დიმიტრიანი". ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია. რუსულიდან თარგმნა სამოელ რაბინის "ოქროს აღნაქვსი" და "ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსცლისათვის სულისა წმიდისა".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 39


გააზიარე: