შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ ერისთავთერისთავი![]()
ბიოგრაფიაბაგრატ ერისთავთერისთავი იყო X საუკუნის ქართველი მწიგნობარი, ადარნასე კურაპალატის შვილი. გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" იგი მოხსენებულია, როგორც ეკლესიების მშენებელი, საღმრთო წიგნების მაძიებელი და შემკრები. 958–966 წლებში მას განუახლებია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", ჩაურთავს რამდენიმე სასწაული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.318
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |