The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰამლეტ გეგენავა

ჰამლეტ გეგენავა
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1935
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 2014  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაჩხეტაური, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1957 წელს; პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს; საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1978 წელს.

1957-1970წწ. იყო სამხედრო ნაწილის(73879) ოცეულის მეთაური, ბატალიონის მეთაურის მოადგილე, პოლკის პროპაგანდისტი; 1970-1979წწ. პოლიტგანათლების უფროსის მოადგილე; 1979-1992წწ. საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, სახელმწიფო სამხედრო მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორია ბროშურებისა სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე და ლექსების კრებულისა. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.79; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 112; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.124

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი" , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანთა კომიტეტი, თავმჯდომარე (1994-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1986 - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პროპაგანდისტი

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1998. - 62გვ.

გააზიარე: