The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ VII ( ბაგრატ–ხანი)

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1619
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაგრატ VII, ბაგრატ-ხანი იყო ქართლის ხანი 1616–1619 წლებში(ქართული წყაროებით მეფე), დავით XI–ის(დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში. 1616 წელს ირანის შაჰმა აბას I–მა უბოძა ხანის ტიტული და ქართლის მმართველად დაინიშნა. სუსტი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.318


გააზიარე: