The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ VI

დაბადების თარიღი:1439
გარდაცვ. თარიღი:1478  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაგრატ VI(იმერეთში ბაგრატ II) იყო იმერეთის მეფე 1463–1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში, ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენელი, ალექსანდრე I–ის ძმის გიორგის ძე. XV–საუკუნის შუა წლებში იყო სამოქალაქოს ერისთავი. სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყვარყვარე II ჯაყელთან კავშირის გამო საქართველოს მეფე გიორგი VIII–მ ბაგრატ VI-ს 1462 წელს ქუთაისი ჩამოართვა. ბაგრატ VI აჯანყდა, 1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII დაამარცხა და იმერეთის მეფედ ეკურთხა. 1465 წელს გიორგი VIII ყვარყვარე II ჯაყელმა დაატყვევა; ბაგრატ VI-მ ამით ისარგებლა, ქართლში გადავიდა და 1466 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. 1477 წელს საქართველოში შემოჭრილმა ირანის ლაშქარმა უზუნ–ჰასანის მეთაურობით თბილისი, გორი და ქართლის ვაკე დაიკავა. ბაგრატ VI უზუნ-ჰასანს დაუზავდა და ხარკი იკისრა, მაგრამ მალე, უზუნ-ჰასანის სიკვდილისთანავე(1478), მტერმა საქართველო მიატოვა. იმავე წელს ბაგრატ VI-ც გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.317


გააზიარე: