შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ გახოკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1997წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები; 1997-1998წწ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 1989-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009წწ. სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ლექციები სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: "თემიდას", "ბიზნეს-ინჟინერინგისა" და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 სახელმძღვანელოსა და 2 მონოგრაფიის ავტორი; გენერალ-ლეიტენანტი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინასწარი გამოძიების ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს(მოსკოვი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 78; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: gtu.ge; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.130-131; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |