The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გახოკიძე

ჯემალ გახოკიძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1950
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 2024  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1997წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები; 1997-1998წწ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 1999-2004წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2004-2005წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;  1989-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2004-2009წწ. სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ლექციები სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და კრიმინოლოგიაში; 2009 წლიდან სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.  მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების: "თემიდას", "ბიზნეს-ინჟინერინგისა" და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 5 სახელმძღვანელოსა და 2 მონოგრაფიის ავტორი; გენერალ-ლეიტენანტი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინასწარი გამოძიების ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს(მოსკოვი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 78; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: gtu.geXX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.130-131; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო იურისტთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სენატი, თავმჯდომარე (2010-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: