შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ბაბლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქარელი. დაამთავრა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. მსახიობად მუშაობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სალომე (დ. შენგელაიას "ბათა ქექია"), მარტირიო (ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი"), გადია (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ჯავარა ( ვაჟა–ფშაველს "მოკვეთილი"), არმიდა (დ. დე ფილიპოს "მოჩვენებანი"), მატილდა (მოლიერის "ძალად ექიმი"), შუშანა (ა. ჩხაიძის "მიღების დღე"), სმერალდინა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), პოლიოპკინა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ზემფირა (ა. გეწაძის "პაემანი ცაში"), ცუცუნა (გ. ჭიჭინაძის "უკანასკნელად კივის მატარებელი") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.313; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |