The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბაბლუანი

თეიმურაზ ბაბლუანი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩოლური, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.

კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მალხაზი("ღიმილის ბიჭები", 1969), არწივის მომთვინიერებელი("მშობლიურო ჩემო მიწავ", 1980), მურტალო(სატელევიზიო ფილმი "კუკარაჩა"). თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: "მოტაცება"(1975), "ბეღურების გადაფრენა"(1979), "ძმა" (1981), "უძინართა მზე" (1990). კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.313

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1993 - ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალი პრიზი "ვერცხლის დათვი"
  • 1992 - სოჭის კინოფესტივალი "კინოტავარ-92" , მთავარი პრიზი ფილმისათვის "უძინართა მზე"
  • 1992 - თბილისის ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალი "ოქროს არწივი", მთავარი პრიზი და დიპლომი ფილმისათვის "უძინართა მზე"
  • 1992 - მოსკოვის ფესტივალი "ინტერფესტ-92", გრან-პრი ფილმისათვის "უძინართა მზე"
  • 1982 - ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალი, პრიზი და დიპლომი ფილმისათვის "ძმა"
  • 1980 - კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალი, სპეციალური პრიზი ფილმისათვის "ბეღურების გადაფრენა"

გააზიარე: