შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1969 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, კათედრის გამგე, პროფესორი; 1994 წლიდან ინგლისურ ენოვანი გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, საგაზეთო სტატიებისა და თარგმანების(შექსპირის "ტროილოსი და ქრისიდა", მოემის "შეჯამება" და სხვ.) ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჯეფრი ჩოსერი და ინგლისური აღორძინების განვითარების გზები", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |