The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძე
Date of birth:24 June, 1954  (69 years)
Category:Geographer, Geologist, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ეკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საკომპესანციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2012-2016წწ. საქარელოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება", გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება". გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1984), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1991). არის 61 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 76; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.110

Member of Organizations

  • გეოქიმიის და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის ბუნებრივი წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომისია, წევრი (1991-)
  • იუნესკოს ოკეანოგრაფიის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, წევრი (1995-)
  • საქართველოს "მწვანეთა პარტია", თავმჯდომარე (1995-2007)
  • საქართველოს "მწვანეთა პარტია", გენერალური მდივანი (2007-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტიის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , ფრაქციის თავმჯდომარე (2017-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტიის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, წევრი (1993-1999)

Share: