შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ბაბუხადია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს. II მსოფლიო ომის დროს იყო დივიზიის წამყვანი ქირურგი. 1946–1971წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგად ქირურგიულ კათედრაზე, 1971–1973წწ. იყო ამავე კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან კი უროლოგიის კათედრის გამგე. ვ. ბაბუხადია შეისწავლიდა თირკმლის პარენქიმის რეგენერაციას ჰიდრონეფროზის პირობებში, შარდ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების ინფექციას, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას. იკვლევდა საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1972). ქირურგ-უროლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.314; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.68 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |