The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ გაჩავა

ნუგზარ გაჩავა
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟოსორო ფაკულტეტი 1957 წელს.

1958-1960წწ. იყო ბათუმის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1970-1982წწ. მარჯანიშვილის, 1982-1985წწ. რუსთავის თეატრების რეჟისორი; 1985 წლიდან მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1960 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის პროფესორი. აქვს დადგმული სპექტაკლები: რუსთავის თეატრში: "ფსკერზე"(მ. გორკი), "ხიდი"(მ. ჯავახიშვილი), "დურემანტი"; მუსიკალურ თეატრში: "ლამანჩელი", "ისევ ამ ქვეყნად დავრჩები"(ნ. დუმბაძე), "ო ადონაი, ისმინე"(ლ. მილორავა) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 75; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.427

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1996 - ღირსების მედალი
    სახალხო თეატრის მდიდარი ტრადიციების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის, მაღალი პროფესიული შემოქმედებისათვის

გააზიარე: