შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1988 წელს. 1985-1989წწ. ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას: მუშაობდა რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებაში, ბავშვთა მე–5 კლინიკურ საავადმყოფოში; 1989-1990წწ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმის "არხილოსკალოს" ექიმი–ნეფროლოგი; 1988 წლიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. მეგობრებთან ერთად დააფუძნა ქრისტიანულ-დემოკრატიულ ასოციაცია, რომელიც შემდგომ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირად ჩამოყალიბდა; 1990 წლიდან დაიწყო ბიზნეს-საქმიანობა; 1991-1999წწ. შპს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" დირექტორი, ფინანსური დირექტორი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე(1999-2004); 2000 წელს თანამოაზრე ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად შექმნა "ახალი ფრაქცია"; 2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ნეოკონსერვატორების" ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები"; პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2004-2008); 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარდგენელი იყო ერთ-ერთ კანდიდატად. მან ამომრჩეველთა ხმების 4.02 % მოაგროვა; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, ვაკის საარჩევნო ოლქი, მაგრამ არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე (2008). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ დავით გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 73; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.108 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |