The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ I კურაპალატი

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ბაგრატ I კურაპალატი 826–876წწ. იყო ტაო–კლარჯეთის მთავარი, აშოტ I  დიდი კურაპალატის ძე. დაახლოებით 830 წელს ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო "ქართველთა კურაპალატის" ტიტული. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით 843 წელს მიეშველა არაბთა ხალიფის სარდალს მუჰამად იბნ ხალიდს თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან დამარცხების შემდეგ ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე თვით საჰაკის მოკავშირე გახდა. 853 წელს, ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის თეოდოსის ლაშქართან ბრძოლაში კვერცხობთან, მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო. ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი გრიგოლ ხანძთელი იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315


გააზიარე: