შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)![]()
ბიოგრაფიაბაგრატ I 886–893წწ. იყო "აფხაზთა სამეფოს" მეფე დემეტრე II–ის ძე. გიორგი I–ის სიკვდილის შემდეგ ბაგრატის, როგორც ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს ქვრივმა დედოფალმა და იოანე შავლიანმა. ბაგრატ I-მა თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. ბიზანტიის კეისრის დახმარებით ბაგრატ I დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიკავა და ადარნასეს ქვრივი(გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. 885 წელს ბაგრატ I-მა ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა და მას ტაო–კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბაგრატ I-ის ეს ღონისძიება კლარჯეთში დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, მაგრამ უშედეგოდ დამთავრდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |