შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ I (ერისთავი)![]()
ბიოგრაფიაბაგრატ I ერისთავი იყო იმერეთის ტახტის პრეტენდენტი, დავით VI ნარინის შვილიშვილი. მამის, მიქელ დავითის ძის, გარდაცვალებისას მცირეწლოვანი იყო და ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენს ფლობდა. 1330 წელს გიორგი V ბრწყინვალე იმერელ ფეოდალთა ნაწილთან შეთანხმებით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისის ციხეში თავისი მომხრეებით გამაგრებულ ბაგრატ I-ს ალყა შემოარტყა. ბაგრატ I იძულებული გახდა მეფეს მორიგებოდა და იმერეთი დაეთმო. სამაგიეროდ გიორგი V-მ მას შორაპნის საერისთავო უბოძა. 1358 წელს ბაგრატ I-მა საქართველოს მეფის დავით IX–ის ნებართვით ცოლად შეირთო ყვარყვარე ათაბაგის ასული, რომელთანაც სამი ვაჟი: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე შეეძინა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.315
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |