The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გამსახურდია

დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2012  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 1965-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1977-1990წწ. ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კათედრის გამგის მოადგილე, ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი, ფინანსთა სამინისტროს ფინანსების და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსი, აბაშის რაიკომის მდივანი, საქართველოს სახალხო კონტროლის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 1994 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების კათედრის გამგე; შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი. ავტორია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, არაერთი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1995 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 72; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბაჟო დეპარტამენტის საბჭო, წევრი
  • საგადასახადო ინსპექციის საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: