Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გამსახურდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 1965-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1977-1990წწ. ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კათედრის გამგის მოადგილე, ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი, ფინანსთა სამინისტროს ფინანსების და ფულის მიმოქცევის მთავარი სამმართველოს უფროსი, აბაშის რაიკომის მდივანი, საქართველოს სახალხო კონტროლის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების კათედრის გამგე; შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი. ავტორია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, არაერთი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 72; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |