შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გაიპარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოელი ართანა, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი(ფერწერა). 977-1978წწ. თელავის რაიონის სოფ. ართანის რვაწლიანი სკოლის ხატვის მასწავლებელი; 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე; 1984-1991წწ. თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის მასწავლებელი; 1989-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მასწავლებელი; 1992-1994წწ. გაზეთ "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1994 წელს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი; 1994-1998წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2003წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1991-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი; 2005-2007წწ. ამავე უნივერსიტეტის სამუზეუმო სამსახურის უფროსი; 2007 წელს მუზეუმის დირექტორის მოადგილე; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 72; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |