შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გაგულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-1997წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიოანობას: N5 სამშენებლო ტრესტის ინჟინერი (1977), სამუშაოთა მწარმოებელი (1978); 1978-1982წწ. კომკავშირული სამუშაო, 1982-1988წწ. N5 ტრესტის კომპლექტაციის სამმართველოს უფროსი; 1988-1993წწ. ადგილობრივი მრეწველობის სენაკის სარაიონთაშორისო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1993-1997წწ. ფირმა "კოლხეთის" გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წევრი, ეროვნული თანხმობის ხელშეწყობის კომისიის მდივანი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 71; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა მირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |