The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გაგულაშვილი

რევაზ გაგულაშვილი
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978-1997წწ. ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიოანობას: N5 სამშენებლო ტრესტის ინჟინერი (1977), სამუშაოთა მწარმოებელი (1978); 1978-1982წწ. კომკავშირული სამუშაო, 1982-1988წწ. N5 ტრესტის კომპლექტაციის სამმართველოს უფროსი; 1988-1993წწ. ადგილობრივი მრეწველობის სენაკის სარაიონთაშორისო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1993-1997წწ. ფირმა "კოლხეთის" გენერალური დირექტორი; 1997-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წევრი, ეროვნული თანხმობის ხელშეწყობის კომისიის მდივანი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 71; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა მირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრი "ხესედ ელიაჰუს", მზრუნველთა საბჭოს წევრი (1997-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-)

გააზიარე: