The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაგოშიძე

დავით გაგოშიძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი ტოლა, ამბროლაურის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

1977-1982წწ. იყო საავტომობილო გზების სამინისტროს ტექნიკოსი, ინჟინერი, ინჟინერ-გეოდეზისტი; 1982-1995წწ. ამბროლაურის მე-10 საგზაო სამშენებლო სამმართველოს მშენებელი ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამმართველოს უფროსი; 1995 წლიდან ამბროლაური რაიონის გამგეობის თავმჯდომარე, შემდგომში რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის გუბერნატორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 70



გააზიარე: