The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბაბილუა

ვლადიმერ ბაბილუა
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1897
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1977  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალადიდი, ქ. ფოთის ტერიტორია. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1933 წელს.(სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტშიც).

1917 წლიდან მღეროდა ძუკუ ლოლუას გუნდში. 1924 წლიდან იყო დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარი, 1940–1955წწ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ლოტბარი. 1940-1952წწ. ხელმძრვანელობდა საქართველოს რადიოკიმიტეტის გუნდს. მაღალი ოსტატობით ასრულებდა ქართული მუსიკის ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშებს("კუჩხი ბედნიერი", "მიყვარს ფაცხა მე მეგრული", "მახა", "სი ქოულ ბატა", "გულისა", "ოდოია" და სხვ.). დიდი როლი ითამაშა ქართული ხალხური სიმღერის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეში. ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.313

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: