The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ბაბილუა

ვლადიმერ ბაბილუა
Date of birth:26 April, 1897
Date of death:6 January, 1977  (at 79 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალადიდი, ქ. ფოთის ტერიტორია. 

1915-1916 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1933 წელს.

1917-1925 წლებში ფოთის პირველ საშუალო სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. 1917 წელს ფოთში, ძუკუ ლოლუას გუნდში დაიწყო სიმღერა, რომლის სოლისტიც 1924 წლამდე იყო. 1924-1940 წლებში კი, კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოს სახელიწიფო ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარი იყო. 1937 წელს ეს გუნდი წარმატებით გამოვიდა მოსკოვში, ქართული ხელოვნების დეკადაზე. 1933–1937 წლებში მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირიჟორის თანაშემწედ. 1938-1952 წლებში იგი პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტის ხალხური სიმღერის გუნდში, რომლის ხელმძღვანელი ჯერ თვითონ იყო, ხოლო შემდეგ - ავქ. მეგრელიძე. იგი აქ ხალხური სიმღერების მუსიკალური რედაქტორიც იყო. 1955-1957 წლებში იგი რკინიგზელთა კლუბის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. 1957 წელს მუშაობდა ქორმაისტერად ვ. ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. შემდგომ წლებში ვ. ბაბილუა საქართელოს კინოფოტოფონო დოკუმენტების სახელმწიფო ცენტრალურ არქივში მუშაობდა ფოტოგანყოფილების უფროსად. იგი მაღალი ოსტატობით ასრულებდა ქართული მუსიკის ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშებს ("კუჩხი ბედინერი", "მიყვარს ფაცხა მე მეგრული", "მახა", "სი ქოულ ბატა", "გულისა", "ოდოია" და სხვ.). ვ. ბაბილუამ დიდი როლი ითამაშა ქართული ხალხური სიმღერის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეში. ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.313; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.40

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: