შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილება 1971 წელს. 1971-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფაკულტეტის დეკანისმოადგილე სამეცნიერო დარგში; 1982-1993წწ. კოორდინირებული ენათა სწავლების ე. წ. "გერმანული სკოლის" სამეცნიერო თანაავტორი და დამფუძნებელი (გ. რამიშვილთან ერთად); 1989-1991წწ. განათლების მინისტრის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: საკომპესანციო სიით, ბლოკი "ერთობა", მეცნიერებისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე (1992); 1992-1993წწ. განათლების მინისტრი; 1993 წელს თბილისის მერი; 1993-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2001 წლიდან ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 1993-2004წწ. ბონში განლაგებულგაეროს კლიმატის ცვლილების ორგანიზაციაში; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე (2004-2008); 2008-2012წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში, ასევე ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP). 2014 წლიდან ილიაუნის და თსუ-ს მიწვეული ლექტორი, საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის თემებზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები. ფილოლოგიის დოქტორი, ომის ვეტერანი. მიღებული აქვს გერმანიის დამსახურების დიდი ორდენი, აფხაზეთისუზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. სადისერტაციო თემა - "სემანტიკური კვლევის საკითხები", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 66; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.104; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |