The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



კოტე გაბაშვილი

კოტე გაბაშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე გაბაშვილი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1948  (69 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილება 1971 წელს.

1971-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1989-1991წწ. განათლების მინისტრის მოადგილე; 1992-1993წწ. განათლების მინისტრი; 1993 წელს თბილისის მერი; 1993-2004წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში; 2001-2004წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში; 2008-2012წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სემანტიკური კვლევის საკითხები", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)

გააზიარე: