The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ბურჯანაძე

ანზორ ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1933  (92 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ორბელი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.

1951-1953წწ. იყო ვარციხის საბჭოთა მეურნეობის მუშა; 1956-1960წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1960-1963წწ. ქალაქ ქუთაისის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1966-1973წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორის მოადგილე; 1973-1985წწ. თერჯოლის რაიკომის პირველი მდივანი; 1985-1991წწ. ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; 1993-1996წწ. პურპროდუქტების კორპორაციის პრეზიდენტი; 1996 წლიდან "საქართველოს პურპროდუქტების" პრეზიდენტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 62; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.103

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    პურპროდუქტების სისტემის საწარმოთა სტაბილური მუშაობის, სისტემის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციისა და მოსახლეობის პურპროდუქტებით მომარაგების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის

გააზიარე: