შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი ბუკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს; ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1983 წელს. 1969-1970წწ. სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობის "კოლხეთი" მუშა; 1976-1978წწ. სამხატვრო აკადემია, კომკავშირის გათავისუფლებული მდივანი; 1978-1995წწ. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე: 1985-1990წწ. ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობა, ინსტრუქტორი, 1990-1995წწ. ასოციაცია საქართველო, პრეზიდენტი; 1995 წელს საქართველოს საელჩო რუსეთში, დესპანი; 2000-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №66 ხობის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 101 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |