The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი ბუკია

გოდერძი ბუკია
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1951  (68 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, დიპლომატი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი, ხობის რაიონი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს; ლვოვის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის საგარეო ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1983 წელს.

1969-1970წწ. სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობის "კოლხეთი" მუშა; 1976-1978წწ. სამხატვრო აკადემია, კომკავშირის გათავისუფლებული მდივანი; 1978-1995წწ. მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე: 1985-1990წწ. ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობა, ინსტრუქტორი, 1990-1995წწ. ასოციაცია საქართველო, პრეზიდენტი; 1995 წელს საქართველოს საელჩო რუსეთში, დესპანი; 2000-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი; 1995-1999წწ., 2004-2008წწ., 2008-2012წწ. საქართელოს მე-4,  მე-6, მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N66 ხობის საარჩევნო ოლქი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი,  N66 ხობის საარჩევნო ოლქი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2016)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", მდივანი (2012-2016)

გააზიარე: